Thursday, June 9, 2011

ისარგებლებენ თუ არა სუროგაციით ჰომოსექსუალები და მარტოხელა დედები?

ისარგებლებენ თუ არა სუროგაციით ჰომოსექსუალები და მარტოხელა დედები?
       სამოქალაქო კოდექ-სის თანახმად, წყვილში იგულისხმება ქალისა და მამაკაცის წყვილი, სუროგაცია საქართველოში ნებადართულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლით. იქ წერია, რომ სუროგა-ციის მეთოდით სარგებლობა შეუძლია წყვილს. წყვილი კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის წყვილი, ამრიგად სუროგატით ჰომოსექსუალური წყვილი ვერ ისარგებლებს. ასევე, არსებობს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ (34-ე მუხლი), სადაც წერია, როგორ უნდა გაფორმდეს სუროგაციის მეთოდით გაჩენილი ბავშვი. იქაც წერია, რომ წყვილთან დადებული უნდა იყოს ხელშეკრულება. ჰომოსექსუალის შემთხვევაში, დედის გრაფა ვერ შეივსება, აქედან გამომდინარე, ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონთან. მეტიც, მარტოხელა დედაც ვერ ისარგებლებს სუროგატით. ამის საშუ-ალებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შეს-ახებ კანონი არ გვაძლევს ანუ კანონმდებლობით, მარტოხელა დედასაც არ აქვს უფლება.

No comments:

Post a Comment