Thursday, June 9, 2011

web-ალბომი პიკასადან

web-პრეზენტაცია

web-პრეზენტაცია,სანახავად დააჭირეთ აქ

youtube-ზე ვიდეო რგოლი

youtube-ზე ვიდეო რგოლი,სანახავად დააჭირეთ აქ

რა ჯდება სუროგატი დედა?

სუროგატ დედებს ათი ათას დოლარს ვუხდით. გარდა ამისა, ფეხმძიმობის პერიოდში საკვებით, მედიკამენტებითა თუ ექიმების მეთვალყურეობითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. ასევე ყოველთვიურად მათ ანგარიშზე ჯიბის ფული 100 დოლარი ერიცხებათ. უშვილო წყვილებიც ცდილობენ საჩუქრებითა და დამატებითი კომპენსაციის სახით თავისი მადლიერება და სიხარული გამოხატონ სუროგატების წინაშე. ხშირად მათ შორის ისეთი ახლომეგობრული ურთიერთობები მყარდება, ბავშვებსაც ანათვლინებენ სუროგატებს. რასაკვირველია, არა. ქალბატონი, რომელსაც სურს გახდეს სუროგატული დედა, უნდა იყოს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი და არ უნდა აღემატებოდეს 38 წელს.

რომელ ქვეყნებში იკრძალება სუროგატი დედობა კანონით...

სუროგატი დედობა კანონით იკრძალება ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის რამოდენიმე ქვეყანაში და ამერიკის ზოგიერთ შტატში. საფრანგეთში ამ კანონის დარღვევის შედეგად, პიროვნებას ეკისრება ჯარიმა 45 000 ევრო და აგრეთვე სამ წლიანი ციხე. აკრძალვის მოტივი ღარიბი ფენის დისკრიმინაციაა.
საერთაშორისო კონვეციით „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ საქართველო შეუერთდა 2001 წელს. სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ იკრძალება ადამიანის სხეულის ნაწილების გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად.1997 წელს მიღებულ კანონში კი, ჯამრთელობის დაცვის შესახებ, სუროგაცია როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა დაშვებულია, მაგრამ როგორ ამაზე არფერია ნათქვამი.

ისარგებლებენ თუ არა სუროგაციით ჰომოსექსუალები და მარტოხელა დედები?

ისარგებლებენ თუ არა სუროგაციით ჰომოსექსუალები და მარტოხელა დედები?
       სამოქალაქო კოდექ-სის თანახმად, წყვილში იგულისხმება ქალისა და მამაკაცის წყვილი, სუროგაცია საქართველოში ნებადართულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლით. იქ წერია, რომ სუროგა-ციის მეთოდით სარგებლობა შეუძლია წყვილს. წყვილი კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის წყვილი, ამრიგად სუროგატით ჰომოსექსუალური წყვილი ვერ ისარგებლებს. ასევე, არსებობს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ (34-ე მუხლი), სადაც წერია, როგორ უნდა გაფორმდეს სუროგაციის მეთოდით გაჩენილი ბავშვი. იქაც წერია, რომ წყვილთან დადებული უნდა იყოს ხელშეკრულება. ჰომოსექსუალის შემთხვევაში, დედის გრაფა ვერ შეივსება, აქედან გამომდინარე, ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონთან. მეტიც, მარტოხელა დედაც ვერ ისარგებლებს სუროგატით. ამის საშუ-ალებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შეს-ახებ კანონი არ გვაძლევს ანუ კანონმდებლობით, მარტოხელა დედასაც არ აქვს უფლება.

ეკლესიის დამოკიდებულება სუროგაციის შესახებ

ჩვენ ერთადერთი გზა ვიცით – უფლის გზა, ღვთის სიტყვის მიდევნა. შვილის ყოლა თვითმიზნად არ უნდა იქცეს. ის, რაც წმინდაა, სუფთაა, არ უნდა შეიბღალოს. ცოლ-ქმრული ურთიერთობები და მათი სარეცელი არ უნდა შეირყვნას. ქალისა და მამაკაცის შეერთება და თანაცხოვრება, ოჯახი და ბავშვებიც კი ღმერთის მონაწილეობის გარეშე ცოდვისა და სულიერი სიკვდილის წყაროა მხოლოდ... თუკი ჩვენი ცხოვრება ღვთისათვის სათნო შეიქნება, როცა იმედი თითქმის გადაგვეწურება, შესაძლოა სწორედ მაშინ გვისმინოს უფალმა გულიდან აღმოსული ვედრება. ჩვენ ვიცით ამის მაგალითები წმიდა წერილიდან, გარშემოც ამის უამრავი მაგალითია. ...და თუ არ მოგვცემს ყრმას, თუკი სხვა ღვაწლზე გვაკურთხებს უფალი, ამაში ღმრთის უმაღლესი განგებულება დავინახოთ და მუდამ ვმადლობდეთ მას.

Monday, June 6, 2011

სუროგატი დედები ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკიდან

სუროგატი დედები ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკიდან,სანახავად დააჭირედ აქ